პენტაგონი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ გამოიწვიოს, ან გააძლიეროს დაძაბულობა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ჯარი მობილიზებულია ყირიმში და ორი ქვეყნის საზღვრის სამხრეთ – აღმოსავლეთ ნაწილის სხვა ადგილებში.

პენტაგონის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს იქ არსებული სიტუაციის მონიტორინგს.

“რუსეთის განზრახვის შესახებ საუბარი რთულია. ვაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას და ასევე მოწოდებას ტემპერატურის დაწევისა და დეესკალაციისკენ”, - აღნიშნა კირბიმ.

იხილეთ ვიდეო:პენტაგონი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა