მეუფე იაკობმა მედიას მიმართა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შესარიგებლად მეტი წვლილი შეიტანონ

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას მედიას მიმართა, რომ შეუძლიათ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შესარიგებლად მეტი წვლილი შეიტანონ. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს რუსეთიც აქტიურად ადევნებს თვალს.

„ძალიან ბევრი შეგიძლიათ ტელევიზიებს. გააკეთეთ ის, რომ შერიგებისთვის მეტად იღვაწოთ. შეგიძლიათ ეს, დიდი ძალა ხართ. მარტო რაღაცის ინსტრუმენტი არ უნდა იყოთ. რაც შეგიკვეთეს, აკეთებთ იმას, მაგრამ უფრო დიდი შეკვეთა გაქვთ ქართველი ერისგან შერიგებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ქართველი ერი ვერ გადარჩება. რუსებს რომ არ უხაროდეს ჩვენი ეს მდგომარეობა და კიდევ სხვას, ვინც ასე უყურებს ჩვენს ქვეყანას, აქამდე შემოვიდოდნენ. უყურებენ, ახლა რაც ხდება აწყობთ და იმიტომ არ გვესხმიან თავს. ამიტომაც დავფიქრდეთ, ვის საქმეს ვაკეთებთ და ვის არა“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა