ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპისთვის სექტორი გადატვირთული არ არის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ექიმების მდგომარეობა, რომლებიც 1 წელზე მეტია დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ

ამ ეტაპისთვის სექტორი გადატვირთული არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა პირბადის გამოყენებასთან და ვაქცინაციის პროცესში ჩართულობასთან მიმართებაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არა მხოლოდ საწოლფონდი წარმოადგენს გადატვირთვის ზღვარს, არამედ მედ-პერსონალიც, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ყველაფერს ანგარიში გაუწიოს.

„ამ ეტაპისთვის სექტორი გადატვირთული არ არის, თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ექიმების მდგომარეობა, რომლებიც უკვე 1 წელზე მეტი ჩართული არიან, საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ. სწორედ სოლიდარობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა პირბადის გამოყენებასთან მიმართებაში, ასევე ვაქცინაციის პროცესში ჩართულობასთან მიმართებაში. ვინაიდან არა მხოლოდ საწოლფონდი წარმოადგენს გადატვირთვის ზღვარს, არამედ ჩვენი მედ-პერსონალიც, ამიტომ მნიშვნელოვანია მათ ანგარიში გავუწიოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა