თავდაცვის ძალების მეთაურმა დეპუტატებს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ აზარაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

უწყების ცნობით, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სტუმრებს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსებმა ყურადღება განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე გამახვილეს.

„საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს სტრუქტურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. თავდაცვის უწყებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და მომავალში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების იმედი გამოთქვეს.

თავდაცვის ძალების მეთაურმა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), ვაზიანში მდებარე სამხედრო ბაზებსა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში JTEC-ში და მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია