დავით ბერძენიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში ერთჯერადად შესვლის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოგვიხსნია, თუმცა შეთანხმებით მეტი შეგვიძლია მივიღოთ

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი კვლავ არ გამორიცხავს, რომ მათი პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში კენჭისყრაზე „ერთჯერადად მივიდნენ“, თუკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგება და ოპოზიციის მხრიდან დაწესებული ბოიკოტი არ მოიხსნება.

როგორც ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „რესპუბლიკური პარტიის“ ხედვა ამ საკითხთან მიმართებით კვლავ დღისწესრიგში რჩება, თუმცა იმედოვნებს, რომ პარლამენტში ერთჯერადად მისვლა არ დასჭირდებათ და „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება.

„ეს ინიციატივა ჩვენ დღისწესრიგიდან არ მოგვიხსნია. კარგი ინიციატივა იყო, ამას ბევრიც მიხვდა. მაგრამ ამასობაში წამოგვეწია დანიელსონის ჩამოსვლა. ამასთანავე ვამბობთ, რომ მეტი შეგვიძლია მივიღოთ, ვიდრე ის, რომ ერთჯერადად შევიდეთ და ოპოზიციონერებმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცენ. ეს წინადადება არის მაინც, თუმცა გვირჩევნია, რომ შეთანხმება შედგეს. ოღონდ არის ერთი პატარა დეტალი - ჩვენ ვამბობდით ბუნებრივ ბარიერს ან დაბალ ბარიერს და 3 % დაბალი ბარიერი არაა. დღეს რაც აქვთ ინიცირებული, ეს არაა პასუხი ჩვენს წინადადებაზე, არც დანიელსონის წინადადებაზეა პასუხი. დიდ საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ 3%-ზე არაა შეთანმხება, გაცილებით ნაკლებია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა