გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ინტერესია მორალურ ვალდებულებასთან ერთად, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭიროს

ჩვენი მთავრობა წლებია ქვეყნის ფარგლებს გარეთ ატარებს პოლიტიკას, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში აქტიურად არ იდგეს, რუსეთზე წნეხი შემცირდეს ან გაქრეს საქართველოს პრობლემებთან, ჩვენს თავისუფლებაზე, სუვერენიტეტთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - ამ საბაბითა და მიზეზით არ რეაგირებს რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ არ რეაგირებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე.

მისი თქმით, მთავრობა ჩვენი მოქალაქეების ნაწილის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თითქოს ამას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რომ „არ გააღიზიანოს“.

მისივე განმარტებით, საქართველოს ეროვნული ინტერესია მორალურ ვალდებულებასთან ერთად, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს.

„იმიტომ, რომ ეს გვიზრდის ჩვენ დაცულობას და შესაძლებლობებს, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და საბოლოო ჯამში, მერე, ოკუპაციის პრობლემაც გადავჭრათ. ანუ სრულიად პირიქით არის საკითხი. „ჩაწოლა“ ამ შემთხვევაში პრაგმატულად გვაზიანებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პუტინის რუსეთის ამოცანაა, გაანადგუროს მისი მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს, უკრაინისა და სხვების თავისუფლება და სუვერენიტეტი, რათა თავისუფალი სამყარო შეავიწროვოს და თავისი პროცესები გააძლიეროს. ჩვენი ინტერესია, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისას, ყველა სხვა ამბების დროს ჩვენი საკითხიც იდგეს დღის წესრიგში, რომ უფრო დაცულები ვიყოთ და არა, პირიქით. თან, მორალურად სირცხვილია ეს ყველაფერი“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა