ნიკოლოზ სამხარაძე - საჯაროდ გვინდა დავადასტუროთ დანიელსონის დოკუმენტზე მუშაობის გაგრძელების მზაობა

ჩვენ საჯაროდ გვინდა დავადასტუროთ დანიელსონის დოკუმენტზე მუშაობის გაგრძელების მზაობა - ჩვენ ჩვენი მხრიდან მზად ვიქნებით, აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალიტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკვე სრულიად ნათელი ხდება, მედიაციის პროცესი უშედეგოდ იმის გამო დასრულდა, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ ისურვა, დოკუმენტისათვის ხელი მოეწერა.

"რა თქმა უნდა, ევროპაში ამას დადებითად ვერ მიიღებდნენ. შესაბამისად, ველი რომ უახლოეს მომავალში ევროპარლამენტარების მხრიდან უფრო მეტი და მეტი მოწოდება გაკეთდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზაობას იმაზე, რომ დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს - თუ შეთანხმება შედგება და ამას ყველა ხელს მოაწერს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა