ნიკოლ ფაშინიანი პუტინს - მთიან  ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნა სტაბილურობისა და უსაფრთხოების უმთავრესი ფაქტორია რეგიონში

მოსკოვში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს, რომლის ტექსტს კრემლი ავრცელებს. ვლადიმერ პუტინმა ფაშინიანს ვიზიტზე თანხმობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ სასაუბრო გვაქვს ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბების თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ყველაზე აქტუალური და მწვავე პრობლემები მთიანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის ნორმალიზებას უკავშირდება”, - განაცხადა პუტინმა.

მან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის ეკონომიკაში მთელი კაპიტალის ინვესტიციების 40 პროცენტი რუსული წარმოშობისაა. თავის მხრივ, ფაშინიანმა რუსი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში ყოფნას გაუსვა ხაზი.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნა სტაბილურობისა და უსაფრთხოების უმთავრესი ფაქტორია რეგიონში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო თქვენი პირადი წვლილი ჩვენს რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციაში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, თქვენთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად ჩვენი ერთობლივი განცხადების ხელმოწერის შემდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კონტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული - ეს არის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა დაკავებულების საკითხი. როგორც არაერთხელ განვიხილეთ, 9 ნოემბრის განცხადების თანახმად, მძევლები, სამხედრო ტყვეები და სხვა დაპატიმრებულები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, აზერბაიჯანში ჯერ კიდევ გვყავს დაკავებული პირები. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თვალსაზრისის განხილვა მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების საკითხზე, რადგან, სამწუხაროდ, პრობლემა არ მოგვარებულა და ამაზეც უნდა ვისაუბროთ, განვიხილოთ ჩვენი შეხედულებები მომავლის შესახებ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ეკონომიკურ საკითხებს რაც შეეხება, სურს პუტინთან განიხილოს სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს