მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები რუსთავის ციხესთან, სადაც ნიკა მელია იმყოფება, აქციას მართავენ

"თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარ ნიკა მელიას"- ამ სლოგანით მოძრაობა " საქართველოსთვის" წევრები ამ წუთებში რუსთავის ციხესთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, ნიკა მელია უკანონო პატიმარია, რომლის გვერდითაც იქამდე დადგებიან, ვიდრე ის არ გათავისუფლდება.

"ნიკა მელია ციხეშია ანტისაოკუპაციო აქციის გამო. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სირცხვილი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხვალ გაათავისუფლონ გავრილოვის პირადი პატიმარი", - აცხადებენ აქციაზე მყოფი პირები.

აქტივისტები ციხესთან პარლამენტის შენობიდან ავტომანქანების მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე იმყოფება პოლიცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა