ბელფასტში მომიტინგეებმა ავტობუსი დაწვეს და სამართალდამცავებს ქვები და პიროტექნიკა დაუშინეს

ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გამართული საპროტესო აქციის დროს მომიტინგეებმა ავტობუსი გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და პიროტექნიკა დაუშინეს.

ბელფასტში საპროტესტო ტალღა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შედეგად ჩრდილოეთ ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს დანარჩენ ტერიტორიას შორის წარმოქმნილი ახალი სავაჭრო ბარიერების გამო დაიწყო.

ამასთან, მომიტინგეები აპროტესტებენ სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ირლანდიის ნაციონალისტური პარტიის, „შინ ფეინის“ ლიდერებს დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრების გამო პასუხისმგებლობა არ დააკისრეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები დაარღვიეს.

საპროტესტო აქციის დროს მომხდარი ძალადობა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაგმო.

„ღრმად შეშფოთებული ვარ ჩრდილოეთ ირლანდიაში განხორციელებული ძალადობის სცენებით, განსაკუთრებით სამართალდამცავებზე თავდასხმებით, რომლებიც იცავენ საზოგადოებასა და ბიზნესს, ასევე ავტობუსის მძღოლზე თავდასხმითა და ჟურნალისტის შეურაცხყოფით. უთანხმოების მოგვარების გზა არის დიალოგი და არა ძალადობა ან დანაშაულებრივი ქმედებები,”- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს