ჯორჯ კენტი - დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას - შიდაპოლიტიკური კრიზისი შექმნილია მმართველი პარტიის და ოპოზიციის ქმედებების გამო

დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო, როგორც ქვეყანა დგას და ეს არის საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ქმედებების გამო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა დისკუსიაზე - სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები და მომავალი ევრაზიული პოლიტიკა - საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოში, რომელიც დიდი ხანია, არის აშშ-ის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში, რომელსაც წვლილი შეაქვს რეგიონულ უსაფრთხოებაში, მათ შორის, იბრძვის ნატო-ს მისიებში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი, ნაცვლად იმისა, რომ კავკასიაში შეცვლილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე იყვნენ ფოკუსირებული და ნაცვლად იმისა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობდნენ, პოლიტიკოსებმა პროგრესს შიდაპოლიტიკურ დრამაში მიაღწიეს. ჩვენ გულწრფელად ვუთხარით ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, რომ ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო, როგორც ქვეყანა დგას და ეს არის საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის, ქმედებების გამო,”- აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

მისი თქმით, საქართველოში ნაბიჯები კომპრომისისა და შეთანხმების მისაღწევად ყველა მხარემ უნდა გადადგას.

„თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, პარტიული საკითხების ნაცვლად, რაც საქართველოს პროგრესს აფერხებს და აჩენს კითხვებს პოლიტიკური კულტურისა და ელიტის მიმართ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ისწრაფვოდა ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინგეგრაციისთვის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, თუმცა ახლა პოლიტიკური ლიდერები დემოკრატიული ღირებულებების მოდელირებას არ ახორციელებენ, რაც სერიოზული დიალოგის გასამართად მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. ვფიქრობ, ახლა საქართველოს პოლიტიკური ელიტა სიმართლის მომენტისა და შეკითხვის წინაშე დგას იმასთან დაკავშრებით, თუ საით სურთ მათ ქვეყნის წაყვანა, რაც ხუთი წლის წინ საერთოდ არ იყო ისეთი ინტენსიური სასაუბრო თემა, როგორც ახლა არის.

პირველი სხდომა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გაიმართა, სწორედ საქართველოს საკითხზე გაიმართა და არა ავღანეთზე, ერაყზე ან ტერორიზმზე, არამედ საქართველოს საკითხზე. ეს 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და იყო ომი“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა