უკრაინული მედია - რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნას კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დღეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის დილის მოხსენებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

რაც შეეხება გასულ დღე-ღამეს, გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 7-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 120 და 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნებიდან და სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებიდან გახსნეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს