რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 8 672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 614 834-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 365 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 101 845- მდე გაიზარდა.
რუსეთში, ვირუსისგან 4 239 038 ადამიანი განიკურნა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ბრაზილიის, ინდოეთისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.