დავით სერგეენკო - დღეში 3-5 ათასი ადამიანის ვაქცინირება რომ დავიწყოთ, შედეგი შემოდგომისკენ იქნება

დღეში 3-5 ათასი ადამიანის ვაქცინირება რომ დავიწყოთ, შედეგი შემოდგომისკენ იქნება, - ასე რომ, ეს თვეები, ვაქცინაციის ტემპის მიუხედავად, საფრთხილოა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შეფერხებით, წინასწარ განსაზღვრული გეგმით ვერწარმართვა, არის თუ არა მათ შორის არათანადოდ წარმოებული კამპანიის შედეგი, სერგეენკომ ასე უპასუხა: "ის, რომ დღევანდელი ტემპებით გეგმის შესრულება ვერ მოხერხდება, არ ნიშნავს, რომ მთლიანად ასე იქნება".

"გეგმა, რომელიც არის მოსახლეობის 60%-ის აცრა, რა თქმა უნდა, არსებული ტემპებით რთული იქნება, რომ იყოს მოცული, თუმცა, მაგალითად, მე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გუშინ ავიცერი. თავიდან, როცა 55 წელზე ჩამოიწია, დარეგისტრირება ვერ შევძელი, რადგან ყველა საიტი შევსებული იყო. გუშინ რესპუბლიკურში კაბინეტების რაოდენობა გაიზარდა და ამდენად აცრის გაკეთება შევძელი. დინამიკა არის მზარდი. ის, რომ დღევანდელი ტემპით გეგმის შესრულება ვერ მოხერხდება, არ ნიშნავს, რომ მთლიანად ასე იქნება. ვაქცინების რაოდენობა გაიზრდება და გაიზრდება საიტების რაოდენობა.

რეალურად მთელ მსოფლიოშია ტენდენცია, როცა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზდება. ამის მოლოდინი და პროგნოზები არსებობდა. ამისგან დაცვა არის ნიღაბი, დისტანცია, ხელების დამუშავება და მობილობის შემცირება. მეორე მხრივ, ვაქცინაცია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა