სერგეი ლავროვი აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებაზე - რუსეთი აშშ-ის ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს უპასუხებს

რუსეთი აშშ-ის მხრიდან ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს და აშშ-ის ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს უპასუხებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შესაბამისი განცხადება ყაზახ კოლეგასთან საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ პასუხს გავცემთ არაკეთილგანწყობილ ნაბიჯებს და ეს ნამდვილად ასე იქნება. ჯერჯერობით მე არ მინახავს რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება და არაფერი გამოცხადებულა. წავიკითხე ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ დაასრულა რუსეთის „მტრული ნაბიჯების“ განხილვა და მათ ეს როგორღაც საკმაოდ სწრაფად მოახერხეს”, - აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისათვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთის არჩევნებში შესაძლო ჩარევისა და კიბერთავდასხმების საქმეების გადახედვა დაასრულა და შესაძლოა, მალე საპასუხო ზომების შესახებ განაცხადოს და ეს ნაბიჯები შესაძლოა, მოიცავდეს სანქციების დაწესებასა და რუსი დიპლომატების აშშ-დან გაძევებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა