გიორგი ღიბრაძე - იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება მომავალში და მკაცრი ზომების დაწესების აუცილებლობა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა დავიცვათ არსებული რეგულაციები

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაზე ისაუბრა. მან რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში უარესდება. შესაბამისად, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება მომავალში და მკაცრი ზომების დაწესების აუცილებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა დავიცვათ არსებული რეგულაციები და გავუფრთხილდეთ ჩვენს გარშემომყოფებს - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ა.შ.“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა