Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 700 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 153 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 704 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 4.6%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი,- შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 16.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 171 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება, მოსახლეობის 75%-ის 2 დოზით აცრას კი დაახლოებით 3 თვე დასჭირდება. ჩინეთში ვაქცინაცია 143 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში -84 მილიონს, ინდოეთში კი 88 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 54% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 19.4%-მა მიიღო. ისრაელისა და აშშ-ს გარდა პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული ჩილესა და მაროკოშია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს