პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევა არ იგეგმება

პარლამენტის 9 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით გამოდის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევა არ იგეგმება.

მიზეზი კოვიდპანდემია და მასთან დაკავშირებული ზომებია. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის სხდომას მთავრობის წევრები დაესწრებიან, თუმცა ცნობილია, რომ თავად მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი არ იქნება, რადგან მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას საპასუხო გამოსვლები არ მოჰყვება. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, საპასუხო განცხადებებით ფრაქციების თავმჯდომარეები გამოდიან. აღსანიშნავია, რომ მოქმედ პარლამენტში მხოლოდ ერთი ფრაქცია "ქართული ოცნებაა", რომლის თავმჯდომარესაც ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოდიან. ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა 10 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ პლენარული სხდომა იხურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა