თბილისის მერია - ფანასკერტელის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსთან 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი ორი ზონა მოეწყო, ასევე, სავარჯიშო, კალათბურთისა და ჭადრაკის სათამაშო სივრცე. დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთი, LED განათების ქსელი და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება.

ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

“ფანასკერტელის ქუჩაზე, N11 კორპუსთან მდებარე ფერდობზე წლების განმავლობაში რკინის კონსტრუქცია იდგა და ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. ახლა ჩვენ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ახალ, კეთილმოწყობილ და გალამაზებულ სივრცეს შევქმნით, სადაც მოსახლეობა შეძლებს სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში დასვენებასა და გართობას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი+“ ახორციელებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 788 906 ლარი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა