ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავება იყო.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა რეგიონში დაძაბულობის გამწვავების გამო „შეშფოთება გამოხატეს.“

„ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის პროვოკაციულ ქმედებებზე, რომლებიც, ბოლო დროს, მიზანმიმართულად ამძაფრებს სიტუაციას საკონტაქტო ხაზზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერებმა პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნისა და ლიბიის საკითხებზეც ისაუბრეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო