ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, "ჩეკ ლისტში", რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, ცვლილებები შევა, სადაც რამდენიმე სიღრმისეული კითხვა დაემატება

ჩვენ ვზღუდავთ 55 წლის ქვემოთ ვაქცინების გაკეთებას და ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, რადგან ქვეყანას დღეს არ აქვს რესურსი სხვა ვაქცინებისადმი ადამიანების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს - ბუნებრივია, ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის მოსახლეობის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, "ჩეკ ლისტში", რომელსაც ყველა იმუნიზაციაზე მისული ადამიანი ავსებდა, ცვლილებები შევა და რამდენიმე სიღრმისეული კითხვა დაემატება.

"ამ გადაწყვეტილების შემდეგ რას გააკეთებენ 55 წლამდე ადამიანები, რომლებიც სამედიცინო პერსონალი იყო, ეს რამდენიმე კვირაში იქნება გადაწყვეტილი, როდესაც სხვა ვაქცინები იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ველოდებით აპრილის ბოლოს "კოვაქსის" მიერ დათქმულ 89 ათას დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინას, ქვეყანას აქვს "სინოფარმის" ვაქცინა, "სინოვაკისგანაც" იქნება 100 ათასი დოზა და შესაბამისად, აპრილის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი ბევრი სხვადასხვა ვაქცინა. ამასთან, ჩვენ, იმ "ჩეკ ლისტში", რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შევიტანთ ასევე ცვლილებებს, სადაც იქნება რამდენიმე სიღრმისეული კითხვა, რომელიც სისხლის შედედების სისტემის პრობლემებთან ასოცირებულ უკვე ცნობილ დაავადებებზე იქნება ან სხვა რისკ ფაქტორების გათვალისწინებაზე და ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში მათ მიეცემათ რეკომენდაცია. იმუნიზაციის ბრიგადა შედგება სამი პერსონისგან - რეგისტრატორი, ექიმი და აცრის მედდა და “ჩეკ ლისტის” შევსების შემდეგ, ექიმი გადაწყვეტს გაუკეთოს იმ დღეს აცრა პაციენტს, თუ გაუშვას სპეციალისტთან", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება 55 წელის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. მისივე თქმით, შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, ამ ეტაპისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში აღარ მოხდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა