სომხეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანს უჩივის

სომხეთის ექსპრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

მოსარჩელე მოითხოვს აღიარებულ იქნას, რომ დაირღვა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება და ასევე იმ არამატერიალური ზიანის ანაზღაურებას, რაც მას ამ დარღვევისგან მიადგა. ასევე მოსარჩელე ითხოვს, რომ საჯაროდ უარყონ მის შესახებ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები.

საინფორმაციო სააგენტო NEWS.am-ის ცნობით, სარჩელი ეფუძნება ნიკოლ ფაშინიანის მიერ 1 მარტის საპროტესტო აქციის დროს ერევანში, „რესპუბლიკის მოედანზე“ გაკეთებულ განცხადებებს. რობერტ კოჩარიანის ადვოკატები ითხოვენ, რომ ფაშინიანის განცხადებები ყოფილი პრეზიდენტის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად ჩაითვალოს.

ამასთან, ექსპრეზიდენტი კომპენსაციის სახით 4 მილიონ სომხურ დრამს ითხოვს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს