კრემლის წარმომადგენელი - კიევის მხრიდან დონბასში საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება უკრაინის დასასრულის დასაწყისი გახდება

კიევის ხელისუფლების მიერ დონბასში სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება უკრაინის დასასრულის დასაწყისი გახდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დიმიტრი კოზაკმა განაცხადა.

„მე მხარს ვუჭერ შეფასებას, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყება - ეს იქნება უკრაინის დასასრულის დასაწყისი. ეს არის საკუთარი თავისთვის სროლა არა ფეხში, არამედ საფეთქელში“,- აღნიშნა კოზაკმა.

კითხვაზე, დაიცავს თუ არა რუსეთი თავის მოქალაქეებს აღმოსავლეთ უკრაინაში, კრემლის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია კონფლიქტის მასშტაბზე.

„დღეს ყველაფერი დამოკიდებულია ხანძრის მასშტაბზე. თუ, როგორც ჩვენი პრეზიდენტი ამბობს, იქ სრებრენიცა მოეწყობა, ჩვენ ალბათ მოგვიწევს მათი დაცვა”, - განაცხადა კოზაკმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა