მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიაზე - უნდა მოექცნენ სამართლებრივ ჭრილში და არ ეურჩონ ეპისკოპოსს - არ მოგწონვარ? გადი ტყეში და იქ ილოცე

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტ ანტონის (ბულუხია) განცხადებით, ის მოვლენები, რაც ვითარდება ჭყონდიდის ეპარქიაში ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხია.

როგორც მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრების დასრულების შემდეგ განუცხადა, დღევანდელი შეხვედრა ანალიტიკური ხასიათის იყო, სადაც უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა ერთმანეთის მოსაზრებები შეაჯერეს. მისივე განმარტებით, ჭყონდიდის ეპარქიაში ამბოხებული სასულიერო პირები ცხადია, რომ მეუფე პეტრეს ემორჩილებიან, თუმცა მისთვის გაუგებარია, „ მეუფე პეტრეს ეს რაში სჭირდება“.

მღვდელმთავრის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ქმედებებიც შეაფასეს.

მისი თქმით, მეუფე სტეფანეს ქმედება აბსოლუტურად სწორია.

„ფაქტი ის, არის რომ ყველა ერთნაირად ვუყურებთ საკითხს. ვხედავთ, რომ ყველაფერი ის, რაც კეთდება, ფაქტობრივად, ამბოხია ეკლესიის წინააღმდეგ. ნელ-ნელა გამოვიკვლევთ თუ ვისგან მართულია, მაგრამ უდავო ფაქტია, რომ ეს ამბოხია. ეს არ არის სამართლებრივ ჭრილში. სჯულის კანონში, რომელზეც ასე იჩემებენ, რომ ძალიან კარგად იციან, წერია, რომ პირადი ცოდვის გამო არ შეიძლება მღვდელმთავარს განუდგე, სანამ ამ კანონს კრება არ მიიღებს. კრებას არ ელოდებიან, ცხადია, რომ მათთვის ინტერესი კრება არ არის. მათი ინტერესია ამბოხი და პროვოკაცია. შემოტანილი აქვთ აპელაციები. ძალიან არაკანონიკურად იქცევიან, ვინაიდან, ეს ბრალდება უფროა, ვიდრე აპელაცია. აპელაციაში მითითებულია, რომ გთხოვთ, განიხილოთ და ა.შ. აქ კი, ბრალდებაა. ეს უნდა გამიჯნონ თვითონ. ამის გამო არ დავაბრკოლებთ, მაგრამ თუ მათ ნამდვილად სურთ განხილული იყოს ეს, მანამდე უნდა მოექცნენ სამართლებრივ ჭრილში და არ ეურჩონ ეპისკოპოსს. თუ ამბოხებულებს კანონიერ ჭრილში უნდათ დამორჩილება, მანამდე უნდა დაექვემდებარონ მღვდელმთავარს წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დაადასტურებენ იმას, რომ მღვდელმთავარი სწორად მოიქცა... ეს მონასტერი არის საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილება. არ მოგწონვარ? გადი ტყეში და იქ ილოცე. რომ არ ემორჩილებიან (მღვდელმთავარს) რა არის მათი სახე? ვფიქრობ, როცა იქნება, აზრზე მოვლენ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა