ვლადიმირ ზელენსკი - როცა თავს ესხმიან ჩვენს ჯარისკაცებს და არის მსხვერპლი, ყველას ესმის, რომ უკრაინული ჯარიც უპასუხებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დონბასში უკრაინის სამხედრო პოზიციები მოინახულა, - ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სამხედროებმა მას ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ მოახსენეს.

ზელენსკიმ მათ უკრაინელი ხალხის სიმშვიდისა და ქვეყნის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენ გმირობისა და ერთგულების ნამდვილი მაგალითი ხართ. ჩვენ გვახსოვს თითოეული ჯარისკაცი, ვინც ჩვენი სახელმწიფოს დაცვისას დაიღუპა ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ჯარისკაცები ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიცვან სახელმწიფო და შეინარჩუნონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

„თუმცა ცხადია, რომ როცა თავს ესხმიან ჩვენს ჯარისკაცებს და არის მსხვერპლი, ყველას ესმის, რომ უკრაინული ჯარიც უპასუხებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს