ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის საზღვართან ჯარების შემცირებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების საკითხი განიხილა და რუსეთის ლიდერს სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, რეგიონში ამ სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებისკენ მოუწოდა - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აქვე აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის ლიდერს შორის საუბრის თემა ასევე იყო პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა, რათა მისთვის სანდო ექიმთან ურთიერთობის უფლება მისცენ.

მანამდე საუბრის შესახებ კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის პროვოკაციულ ქმედებებზე, რომლებიც, ბოლო დროს, მიზანმიმართულად ამძაფრებს სიტუაციას საკონტაქტო ხაზზე”.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა