უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ქართველი კოლეგების მადლიერი ვარ - ერთობლივი ძალისხმევა აგრესორზე გამარჯვების მთავარი გასაღებია

დიდად მადლიერი ვარ ჩვენი კოლეგებისა და მეგობრების მიმართ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, ამ მძიმე დროს, უკრაინის მხარდამჭერი სიტყვებისთვის!,- ასე ეხმაურება უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ მერეჟკო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებას.

„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა და ორმხრივი მხარდაჭერა აგრესორზე - რუსეთის ფედერაციაზე გამარჯვების მთავარი გასაღებია“,- წერს უკრაინელი დეპუტატი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ქართველი დეპუტატები აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევის, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებისა და კრემლის აგრესიული რიტორიკის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ადასტურებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა