თაკო ჩარკვიანი - „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ ვტოვებ, მე და გიორგი ვაშაძეს არანაირი უთანხმოება არ გვაქვს

„სტრატეგია აღმაშენებელს“ არ ვტოვებ, მე და გიორგი ვაშაძეს არანაირი უთანხმოება არ გვაქვს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი მოსაზრების გაჩენა, შესაძლოა, ერთ-ერთმა სატელევიზიო დებატმა გამოიწვია, რომელიც პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს ეხებოდა.

თუმცა, როგორც ის აცხადებს, აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, შესაბამისად, ის ბლოკში რჩება.

„„სტრატეგია აღმაშენებელს“ არ ვტოვებ, შესაძლოა, გუშინდელმა სატელევიზიო დებატებმა გამოიწვია ეს რეაქცია. მე და გიორგი ვაშაძემ შევქმენით ბლოკი და არანაირი უთანხმოება არ გვაქვს. მე ვიცი, რომ გიორგიმ თქვა, რომ თუ არ შესრულდება ის მნიშვნელოვანი საკითხები, ის არ აპირებს შესვლას პარლამენტში, შესაბამისად, არანაირი განსხვავებული აზრი არ გვაქვს. მე დამრჩა შთბეჭდილება, რომ „სტრატეგიიდან“ ერთ-ერთს ორჭოფული დამოკიდებულება ჰქონდა და იქვე ვიკითხე. არ მიყვარს, როცა ამომრჩეველს რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც მალავს, საქმის კურსშია და თამაშობს, ეს არ არის სწორი. ეს გიორგის არ ეხებოდა, მე და გიორგის გარკვეული გვაქვს და მისგან არასოდეს მიგრძვნია საწინააღმდეგო“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, თუ ვის ჰქონდა ორჭოფული დამოკიდებულება, ჩარკვიანი თეონა აქუბარდიას ასახელებს, თუმცა, იქვე დასძენს, რომ მოგვიანებით, მანაც დააფიქსირა ასევე საკუთარი პოზიცია პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით.

"ძალიან კარგი და სასიამოვნო ადამიანია, ის არ არის ჩემი პარტიის „კანონის და სამართლის“ წევრი, ის გახლავთ გიორგის პარტიიდან - თეონა აქუბარდია, რომელმაც მერე თქვა, რომ არც ის აპირებს შესვლას, მაგრამ მე დამრჩა ასეთი შთაბჭდილება და უბრალოდ კითხვა დავსვი. ეს საკითხი, ჩემი წამოსვლის არ განიხილება, თუ მე მივიღებ გადაწყვეტილებას, ეს ჯერ გიორგი ვაშაძეს ეცოდინება და ცხადია, შემდეგ ამას თქვენ შეიტყობთ. ამაზე არავითარი საუბარი არ არის“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა