არჩილ თალაკვაძე - 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ საქართველო ერთ მუშტად შეკრა

9 აპრილი გამორჩეული დღეა - ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლისთავს, აღვნიშნავთ ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დღეს და პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, "1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ საქართველო ერთ მუშტად შეკრა".

"1991 წლის 9 აპრილს კი ფრთები შეესხა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების იდეას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და მრავალი ადამიანის სამშობლოსადმი სიყვარულსა და თავგანწირვას ასაზრდოებდა: პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. „თავისუფლებისთვის მებრძოლმა ერმა მოიპოვა თავისუფლება“, - წერს თალაკვაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა