თურქეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა, 55 941 ახალი შემთხვევა, დაფიქსირდა

თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 55 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაღუპულთა რიცხვი 258-ით გაიზარდა.

თურქეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 3.68 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 33 201 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო და დღემდე ვაქცინის პირველი დოზა 10.7 მილიონ, ორივე დოზა კი - დაახლოებით 7.49 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.

იხილეთ ვიდეო:თურქეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა, 56 000-მდე ახალი შემთხვევა, დაფიქსირდა

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა