ტეხასში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 ადამიანი

შეიარაღებულმა პირმა აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ბრაიანში მდებარე ავეჯის დამამზადებელ საწარმოში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაშავებულებიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.

ეჭვმიტანილის ვინაობა, რომელიც დაკავებულია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის აღნიშნული საწარმოს ერთ-ერთი თანამშრომელია.

სამართალდამცავები აცხადებენ რომ მათ თავდასხმის მოტივის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში აშშ-ში მასობრივი სროლის რამდენიმე შემთხვევა მოხდა.

იხილეთ ვიდეო:ტეხასში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 ადამიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა