დავით ზალკალიანი - შეთანხმება უნდა შედგეს, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანა იყოს ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისში

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ „ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისში“ იყოს შესული.

„შეთანხმება უნდა შედგეს. როგორც ჩვენი ყველა სტრატეგიული პარტნიორი მოგვიწოდებს, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანა იყოს შესული ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისში. ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ ის გამოწვევები, რაც ქვეყნის წინაშეა. ეს ვერ იქნება დაძლეული შიდა კონსოლიდაციის გარეშე, პრობლემების ქუჩიდან პარლამენტში გადატანის გარეშე“, - აცხადებს ზალკალიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა