ინდოეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 132 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში კორონავირუსის 132 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ინდოეთში, მესამე დღეა ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი რეკორდულად იზრდება.

ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსს ბოლო დღე-ღამეში კიდევ 780 ადამიანი ემსხვერპლა. სულ კოვიდ 19-თ გარდაიცვალა 167 642 ადამიანი. ჯამში 13 მილიონზე მეტი ინფიცირებულით, ინდოეთი მსოფლიოში აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ვაქცინების გადანაწილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ ვაქცინების მხოლოდ ერთ შტატში ჩაკეტვით“, - განაცხადა მან.

ინდოეთის რამდენიმე შტატში, სადაც კოვიდი განსაკუთრებით გავრცელდა, ვაქცინების ნაკლებობაა. მაჰარაშტრასა და ორისას შტატებში ვაქცინაციის ცენტრების ნაწილი დაიხურა.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 132 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა