კელი დეგნანმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

ამასთან, დღეს დილიდან, 9 აპრილის მემორიალთან მთავრობის წევრებიც მივიდნენ.

საკანომდებლო ორგანოს წინ შეკრებილები არიან მოქალაქეები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო:კელი დეგნანმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა