კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში შექმნილი სიტუაცია 90-იანი წლების შიმშილობის პერიოდს შეადარა და მოსახლეობა გააფრთხილა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მოსახლეობას მოუწოდებს, „რთული კრიზისისთვის“ მოემზადონ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარტიის კონფერენციაზე საუბრისას კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში პანდემიის გამო შექმნილი სიტუაცია 90-იანი წლების შიმშილობის პერიოდს შეადარა. მოსალოდნელ გაჭირვებაზე საუბრისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ ხალხის სირთულეებისგან გასათავისუფლებლად 90-იანი წლების მსგავსი მოქმედებაა საჭირო.

ცნობისათვის, 1990-იან წლებში ჩრდილოეთ კორეას დიდი შიმშილობა დაატყდა თავს, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლამ ჩრდილოეთ კორეა გადამწყვეტი დახმარების გარეშე დატოვა. ამ პერიოდში, სავარაუდოდ, შიმშილობას 3 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს ადამიანის უფლებათა სპეციალურმა მომხსენებელმა ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე ტომაშ ოჟეა კვინტანამ, გასულ თვეში ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეაში საკვებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია.

”დაფიქსირებულია შიმშილით გარდაცვალების შემთხვევები, ასევე გაიზარდა ბავშვებისა და მოხუცების რიცხვი, რომლებიც მათხოვრობენ,“- აღნიშნულია ანგარიშში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით