უკრაინული მედია - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის დილის მოხსენებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 120 და 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან და სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებიდან გახსნეს.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად გაერთიანებული ძალების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო. უკრაინის დამცველებმა რუსეთის საოკუპაციო ძალებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს,“ - აღნიშნულია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მოხსენებაში.

იხილეთ ვიდეო:უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 8 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო