ხულუტის ციხე დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

„საყდრისის კომიტეტმა“ ხულუტის ციხესთან სარეაბილიტაციო სამუშოების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საყდრისის კომიტეტიდან“ აცნობეს.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი „ საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მე-17-საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება და ერთ-ერთ საუკეთესო ციხე-დარბაზად ითვლება გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში.

აქტივისტების თქმით, 5 კოშკისგან შემდგარი 8-სართულიანი ციხე-დარბაზი გამორჩეული ძეგლია და მისი ავთენტური სახით შენარჩუნება რესტავრატორებისთვის გამოწვევა იქნება.

„საწყისს ეტაპზე უკვე ჩატარებულია ძეგლის სკანირება, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი კვლევები, როგორიცაა გეოლოგიური და კედლის ქვის, რაც სამომავლოდ შესაძლებლობას მოგვცემს სწორად განისაზღვროს ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სრული ნუსხა. პარალელურად უკვე მოწყობილია ციხესთან მისისავლელი ბილიკი, დადგმულია ხარაჩო და დასრულდა ძეგლის გაწმენდა ხე-მცენარეებისგან. ვინაიდან ციხე-დარბაზის ცალკეული ნაწილები უსაფრთხო არ არის. დადგმული გამაფრთხილებელი ბანერები და ციხე სრულად დაიკეტა“, - აცხადებენ „საყდრისის კომიტეტის“ წევრები.

ხულუტის ციხე-დარბაზს „საყდრისის კომიტეტი“ 2017 წლიდან იცავს და ის მე-6 ძეგლია, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით და მონიტორინგით მიმდინარეობს. ძეგლზე მოსამზადებელ სამუშაოებს კარძო კომპანია აფინანსებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა