რუსი დეპუტატი აშშ-ის მიერ შავ ზღვაში სამხედრო გემების შესაძლო გაგზავნაზე - ეს იქნება სიგნალი არა რუსეთისთვის, არამედ უკრაინელი ნაციონალ-რადიკალებისთვის

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი ელენა პანინა აშშ-ის მიერ შავ ზღვაში სამხედრო გემების შესაძლო გაგზავნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი დონბასის გარშემო სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს.

“ეს იქნება სიგნალი არა რუსეთისთვის, არამედ უკრაინელი ნაციონალ-რადიკალებისთვის. სიგნალი, რომელიც ქმნის ცრუ ილუზიებს ამ პუბლიკისთვის”, - აღნიშნა პანინამ.

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია CNN-მა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების ზრდის ფონზე, აშშ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის დემონსტრირების მიზნით, შავ ზღვაში უახლოეს კვირებში სამხედრო გემების გაგზავნის საკითხს განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა