ივერთუბანში თამუნა დოლიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ივერთუბანში, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შედეგად დაღუპული გმირის, თამუნა დოლიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუჩის გახსნას კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი, საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ასევე თამუნა დოლიძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

მიხეილ ამაშუკელმა 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა იმ ადამიანის ღვაწლი, ვინც საკუთარი სამშობლოსთვის გასწირა თავი, სათანადოდ დაფასდება. ,, 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე საამაყო დღეა. ეს არის ერთიანობის, გაუტეხლობის და გამარჯვების დღე. 32 წლის წინ, ქართველმა ახალგაზრდებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა და ამ ტრაგედიიდან ორი წლის თავზე თავისუფლება მოიპოვეს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე და თავგანწირვისთვის თითოეულ მათგანს მთელი ქვეყნის სახელით ვუხდი მადლობას”,- განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პარლამენტის დეპუტატმა რიმა ბერაძემაც მიმართა. ,,1989 წლის 9 აპრილის ღამე იყო ტრაგიკული, თუმცა, ამავდროულად ეს არის თარიღი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ თამუნასნაირმა გმირებმა შექმნეს ეპოქა’’,- აღნიშნა რიმა ბერაძემ და დედაქალაქის საკრებულოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანი, შეეწირა. მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა