ნორვეგიის პრემიერი სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისთვის 20 000 კრონით დააჯარიმეს

ნორვეგიელმა სამართალდამცავებმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი კოვიდ 19-ის პანდემიის გამო დაწესებული სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულების ორგანიზებისთვის, რომელსაც პრემიერის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, ერნა სოლბერგს 20 000 ნორვეგიული კრონის ( 2 352 აშშ დოლარი) გადახდა მოუწევს. წვეულებას, რომელიც პრემიერმა თებერვალში, მთის კურორტზე გამართა, 13 ადამიანი ესწრებოდა, ქვეყანაში კი, პანდემიის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია.

ცნობისათვის, ერნა სოლბერგი პანდემიის შესაჩერებლად მკაცრი შეზღუდვების დაწესებით გამოირჩევა. ამის შედეგად ნორვეგიაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაზე ნაკლებია, თუმცა, 2021 წლის პირველ კვარტალში, კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, რის გამოც მარტის ბოლოს მთავრობამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა.

იხილეთ ვიდეო: ნორვეგიის პრემიერი სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისთვის 20 000 კრონით დააჯარიმეს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო