მარია ზახაროვა - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დაძაბულობის მასშტაბურ ზრდას გამოიწვევს

უკრაინის პოტენციური გაწევრიანება ნატო-ში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაძაბულობის მასშტაბურ ზრდას გამოიწვევს,-ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყურადღება მივაქციეთ უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადება, რომელიც გუშინ დონბასს ეწვია, რომ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება ხელს შეუწყობს რეგიონში კონფლიქტის დასრულებას.

კიევის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ნატოში გაწევრიანება არა მხოლოდ ვერ შეძლებს უკრაინისთვის მშვიდობის მოტანას, პირიქით, ეს გამოიწვევს დაძაბულობის ფართომასშტაბიან ზრდას სამხრეთ-აღმოსავლეთში, რამაც შეიძლება უკრაინის სახელმწიფოებრიობას შეუქცევადი შედეგები მოუტანოს", - აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ დონბასში, „კიევის საომარი განწყობის გამო“, ვითარება რთულია და კიდევ უფრო მწვავდება.

„კიევი დღემდე ცხოვრობს ილუზიებით, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა შესაძლებელია,“- აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა.

იხილეთ ვიდეო:რუსეთის საგარეო უწყება - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დაძაბულობის მასშტაბურ ზრდას გამოიწვევს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა