მედია - თურქეთი აცხადებს, რომ აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემებს 4 მაისამდე განათავსებს

შეერთებულმა შტატებმა თურქეთს აცნობა, რომ მისი ორი სამხედრო ხომალდი თურქეთის სრუტეებს გაივლის, იმისთვის, რომ 4 მაისამდე შავ ზღვაში განთავსდნენ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა.

„დიპლომატიური არხების საშუალებით 15 დღის წინ გამოგვიგზავნეს შეტყობინება, რომ აშშ-ის ორი სამხედრო გემი შავ ზღვამდე მონტრეს კონვენციის შესაბამისად მივა. გემები შავ ზღვაში 4 მაისამდე დარჩებიან, ”- აცხადებენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მონტრეს 1936 წლის ხელშეკრულება თურქეთს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე კონტროლის უფლებას ანიჭებს, საზღვაო სამხედრო გემების შესვლას ზღუდავს და უცხო ქვეყნების სატვირთო გემების მოძრაობას მართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა