თამარ გაბუნია - ყველაფერი კეთდება, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა გადავადდეს და არ დადგეს ისეთი ძალით, როგორც გამოვიარეთ ნოემბერ - დეკემბერში

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა ქვეყანაში გადავადდეს და არ დადგეს ისეთი დიდი ძალით, როგორც ჩვენ გამოვიარეთ ნოემბერში და დეკემბერში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„შემთხვევების რაოდენობა, რაც ჩვენ გვაქვს მზარდია, მაგრამ ეს არ არის იმდენად მზარდი, რომ ჩვენ ვისაუბროთ ტალღურ მიმდინარეობაზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით მზადებას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარკვეული რეკომენდაციები ამაზე ისედაც გაცემულია და კიდევ დამატებით იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო ამ დღეებში. „როგორც კი გვექნება ინფორმაცია საზოგადოებისთვის ეს გახდება ცნობილი", - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან გაბუნიამ აღნიშნა, რომ 4-11 მაისს გამოცხადებული უქმე დღეები ტრანსპორტს არ შეეხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა