ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინისა და მთიანი ყარაბაღის საკითხები განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

„რეჯეფ თაიფ ერდოღანის თხოვნით, ვლადიმერ პუტინმა განმარტა რუსული მიდგომები უკრაინის შიდა კრიზისის მოგვარების საკითხის მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2015 წლის მინსკის „ღონისძიებათა პაკეტი” წარმოადგენს უალტერნატივო საფუძველს სიტუაციის დარეგულირებისთვის. ამავე დროს, გამოითქვა შეშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ უკრაინული მხარე თავს არიდებს მინსკის შეთანხმებების შესრულებას და ბოლო დროს განაახლა სახიფათო პროვოკაციული მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა სიტუაციის გამწვავებას საკონტაქტო ხაზზე“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთიანი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირებაზე საუბრისას, კრემლის ცნობით, ერდოღანმა მაღალი შეფასება მისცა რუსეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს სიტუაციის შემდგომი სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად.

„ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ბოლოდროინდელი კონტაქტების შედეგები აცნობა. გამოითქვა ორმხრივი აზრი სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღსადგენად მუშაობის გააქტიურების აუცილებლობის შესახებ. რაც შეეხება, თურქეთის გეგმებს სტამბოლის ახალი არხის აშენების შესახებ, „რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, რუსულმა მხარემ აქცენტი გააკეთა შავი ზღვის სრუტეების ამჟამინდელი რეჟიმის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, მონტროს 1936 წლის კონვენციის პირობების შესაბამისად. ამ საკითხებთან ერთად, მხარეებმა განიხილეს კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის გზები. კრემლის ცნობით, მათ მზადყოფნა გამოხატეს ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის რუსული Sputnik V ვაქცინებით მომარაგებისა და მისი შესაძლო ერთობლივი წარმოების კონტექსტში. ლიდერებმა ისაუბრეს ლიბიისა და სირიის საკითხებზეც“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა