ხონში თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი პროფესიული განათლების ცენტრი გაიხსნება

ხონში თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი პროფესიული განათლების ცენტრი გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ახალი სასწავლო ცენტრი სამინისტროს, ბიზნეს სექტორისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განვითარდება.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთლიანად აფინანსებს დამსაქმებელთა ასოციაცია, ხოლო სამინისტრო გამოყოფს რესურსს თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

„პროექტის მიზანია, კერძო სექტორთან პარტნიორობით თანამედროვე პროფესიული განათლების შეთავაზება რეგიონის მოსახლეობისთვის, მათი დასაქმებისა და განვითარების ხელშესაწყობად.

სასწავლებელი ფუნქციონირებას 2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, სტუდენტებს ძირითადად სამშენებლო, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით, პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს. ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტთან, ელგუჯა მელაძესთან და ხონის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად დაათვალიერა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა მიმართულებით შეუძლია სახელმწიფოს კერძო სექტორთან ერთად ინვესტიციის განხორციელება, რათა ხონისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის, ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი პროფესიები გახდეს ხელმისაწვდომი.

დამსაქმებელთა ასოციაციის კოორდინაციით, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა ადგილობრივი კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართა და განათლების ცენტრის განვითარების პროცესში, მხარეთა მაღალი ჩართულობის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა