საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

ლიეტუვას რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარგირის აბუკევიჩიუსმა მოაწერეს ხელი.

„დოკუმენტი ყოველწლიურია და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. 2021 წლის გეგმაში სხვადასხვა დონისა და შინაარსის ღონისძიებებია განსაზღვრული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც დოკუმენტით განსაზღვრული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის უწყებები წლებია წარმატებით თანამშრომლობენ და სტრატეგიული პარტნიორობა ყოველწლიურად კიდევ უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური ხდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა