"ევროპული საქართველოს" გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომაზე პარტიის გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგი წერეთელი, გენერალური მდივნის მოადგილედ გიორგი კანდელაკი აირჩიეს. მას ასევე ჩაბარებული აქვს საგარეო პოლიტიკის საკითხები.

„ევროპულ საქართველოს“ რამდენიმე მდივანი ეყოლება, მათ შორის, რეგიონალური მდივნის თანამდებობას ლაშა დამენია დაიკავებს; ხოლო მდივნები იქნებიან:ოთარ კახიძე, ზაზა კედელაშვილი, ქეთევან მჭედლიძე, ტარიელ ნაკაიძე, ლელა ქებურია, გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი. გენერალური მდივნის თანამდებობას კი აკაკი ბობოხიძე დაიკავებს.

ასევე, პარტიაში ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს ჩაიბარებს ვახტანგ კალოიანი;

სამხედრო თემატიკა და ვეტერანთა საკითხებს - ტარიელ ლონდარიძე;

ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს - ამირან ძოწენიძე;

ხოლო პრესის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის საკითხებს ჩაიბარებენ: თორნიკე დიასამიძე, მაკა ჟვანია და ანანო ქორიძე.

დღესვე "ევროპული საქართველოს" ყრილობაზე, პარტიის ახალ თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით გიგა ბოკერია აირჩიეს.

ცნობისთვის, დღეს დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და პარტიას ტოვებს. როგორც მან განაცხადა, პარტიული პაუზა აიღო, თუმცა „პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში“ რჩება. „ევროპული საქართველო“ დატოვა ასევე გიგი უგულავამ. ამასთან, პარტია დატოვა კიდევ ერთმა წევრმა ლევან თარხნიშვილმაც. ცოტა უფრო ადრე, „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს