რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინაზე მუშაობს

რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინაზე მუშაობს, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინა სმოროდინცევის სახელობის გრიპის კვლევით ინსტიტუტში მუშავდება და პირველ შედეგებს უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

”დღეს ამ ინსტიტუტის სივრცეში მუშავდება ახალი ვაქცინა კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგოდ. უახლოეს მომავალში პირველ წინასწარ შედეგებს ველოდებით სამეცნიერო განვითარების კუთხით”, - განუცხადა მურაშკომ ჟურნალისტებს.

ინსტიტუტის დირექტორმა დიმიტრი ლიოზნოვმა აღნიშნა, რომ ვაქცინის კლინიკური კვლევების დაწყება იგეგმება შემოდგომაზე, ხოლო ზამთარში ან მომავალი წლის გაზაფხულზე შესაძლოა პრეპარატი ხელმისაწვდომი გახდეს.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე რუსეთში კორნავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინაა დარეგისტრირებული. ესენია „სპუტნიკV“, „ეპივაკკორონა“ და „კოვივაკი“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა