სმოლენსკის ავიაკატასტროფის 11 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების პარალელურად აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

სმოლენსკის ავიაკატასტროფის 11 წლისთავთან დაკავშირებით ვარშავაში სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართა, თუმცა პარალელურად აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

როგორც ადგილობრივი სააგენტო Wirtualna Polska იუწყება, პროტესტის მონაწილეები შეეცადნენ ხელი შეეშალათ ცერემონიისთვის, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტ ანჟეი დუდას მონაწილეობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ლეხ და მარია კაჩინსკების საფლავთან ყვავილები მიიტანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტების შესაკავებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და რამდენიმე ადამიანი დააკავა.

სმოლენსკის ავიაკატასტროფიდან 11 წელი გავიდა. 2010 წლის 10 აპრილს რუსეთის ქალაქ სმოლენსკის მახლობლად თვითმფრინავი Ту-154 ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იმყოფებოდა. კატასტროფას 96 ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა