Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 154 ქვეყანაში მიმდინარეობს და ვაქცინების 750 მილიონამდე დოზაა გამოყენებული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 154 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 750 მილიონამდე დოზაა გამოყენებული - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 17 მილიონ ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 178 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება.

ჩინეთში ვაქცინაცია 155 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში -90 მილიონს, ინდოეთში კი 97 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 54% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 20%-მა მიიღო, ევროკავშირში კი 5.7%-მა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა